ეროვნული კონკურსი არბიტრაჟში დასრულდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით 2013 წლის 22-23 ივნისს ჩატარდა ეროვნული კონკურსი არბიტრაჟში.
კონკურსი ჩატრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელ აკადემიურ კორპუსში.
21 ივნისს გაიმართა კონკურსის გახსნა, სადაც წარმოდგენილები იყვნენ რვა დარეგისტრირებული გუნდების წევრები. მისასალმებელი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ შეხვედრის სპიკერებმა გიორგი ცერცვაძემ და ნათია ჩიტაშვილმა განმარტეს კონკურსის წესები, შეფასების კრიტერიუმები, არბიტრაჟის პროცედურული წესები, მსაჯების მიერ საჯარიმო ქულის დაწერის საფუძვლები, არბიტრაჟის პროცესის რეგლამენტი და ა. შ.
გუნდების გადანაწილება მოხდა კენჭისყრის საფუძველზე. დამსწრე სტუდენტებისგან ორმა სტუდენტმა სპეციალური ყუთიდან ამოიღო ფურცლები გუნდების დასახელებით და საგანგებოდ აჩვენა დამკვირვებლებსა და ვიდეო კამერას. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს ჩანაწერს ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.
კენჭისყრის შედეგას 1-ლი რაუნდისთვის გუნდები გადანაწილდნენ შემდეგნაირად:
გუნდი “შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი” გუნდი ‘’თსუ’’-ს წინააღმდეგ;
გუნდი “Order of Lawyers” (TSU) გუნდი "ბლიცკრიგის" წინააღმდეგ (თავისუფალი უნივერსიტეტი);
გუნდი “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი” გუნდი ‘’შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის’’ წინააღმდეგ;
გუნდი ‘’საქართველოს უნივერსიტეტი” გუნდი ‘’თავისუფალი უნივერსიტეტის’’ წინააღმდეგ.
22 ივნისს საკონკურსო დღე გაიხსნა მისასალმებელი სიტყვით. კერძოდ, სიტყვით გამოვიდნენ სტივ ოსტერმილერი და გიორგი ცერცვაძე. სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ კონკურსს.
ყველა გუნდი გადანაწილებული იყო ოთხ სხვადასხვა ოთახში. ოთხივე სიმულაციური პროცესი მიმდინარეობდა ერთდროულად ერთი საათის განმავლობაში. არბიტრები წარმოდგენილები იყვნენ მსაჯების როლში. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრს ჰქონდა განცალკევებული შეხვედრა მათთან, სადაც მათ განემარტათ შეფასების კრიტერიუმები და საჯარიმო ქულის გამიყენების საფუძვლები.
არბიტრაჟის პროცესების მონიტორინგი მიმდინარეობდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის თანამშრომლების მიერ იმ მიზნით, რომ ადგილი არ ჰქონოდა დარღვევებს მწვრთნელების მხრიდად, კერძოდ რაიმე სახის ჩარევას პროცესის მიმდინარეობისას.
პირველი რაუნდის შედეგების მიხედვით შემდეგი გუნდები გადავიდნენ ნახევარ-ფინალში:
გუნდი ‘’თსუ’’ ‘’ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ წინააღმდეგ;
გუნდი ‘’თავისუფალი უნივერსიტეტი” გუნდი ‘’ბლიცკრიკის’’ წინააღმდეგ (თავისუფალი უნივერსიტეტი)
ნახევარფინალისტთა გადასანაწილებლად კვლავაც საჯარო კენჭისყრა გაიმართა.
პირველი და ნახევარფინალური რაუნდის შემდეგ მსაჯებმა მონაწილეები შეაფასეს და ამასთან გამოაცხადეს ქულები. შეფასების ფურცლები მსაჯების სახელების მითითებით ხელმისაწვდომი იყო თითოეული მონაწილისთვის.
ფინალურ რაუნდზე, რომელზეც წარმოდგენილი იყო სამი მსაჯი, ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები ‘’თავისუფალი უნივერსიტეტი’’ და ‘’თსუ’’. გუნდი ‘’თსუ’’ გახდა კონკურსის გამარჯვებული. მსაჯებმა საჯაროდ და დეტალურად შეაფასეს მონაწილე სტუდენტები. ყველა მონაწილემ, მათ შორის მწვრთნელებმა და მსაჯებმა მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი. ფინალური რაუნდის მთავარმა არბიტრმა და JILEP-ის წარმომადგენელმა სოფო ტყემალაძემ ყველა ფინალისტს აჩუქა წიგნები.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურმა ცენტრმა იზრუნა ღონისძიებისათვის საჭირო ადგილებზე, კერძოდ ესენია: კაფეტერია, ოთხი ოთახი პირველი რაუნდისათვის, ერთი სტუდენტებისაგან განცალკევებული ოთახი მსაჯებისათვის და რექტორის ოფიციალური შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახი. დავის ლტერნატიულმა გადაწყვეტის ნაციონალურმა ცენტრმა თავის თავზე აიღო სადილის ხარჯები სამი დღისათვის (21-23 ივნისი).