ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ინგლისურენოვანი ტრეინინგი არბიტრაჟში

2013-08-09

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით 16-18 სექტემბერს, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორ კეტრინ გრინ ბარნეტისა და ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორ ტაშა ვილისის ხელმძღვანელობით ჩატარდება ინგლისურენოვანი ტრეინინგი არბიტრაჟში. ტრეინინგი გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში.

 

კურსი გამიზნულია პრაქტიკოსებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ტრეინინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები. 

 

რეგისტრაცია გაგრძელდება ა/წ 8 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge