ინგლისურენოვანი ტრეინინგი არბიტრაჟში დასრულდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით 16-18 სექტემბერს ჩატარდა ტრეინიგი არბიტრაჟში, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორ, კატრინ გრინ ბარნეტისა და ჰიუსტონის უნივერსიტეტის პრფესორ, ტაშა ვილისის ხელმძღვანელობით.
კურსი განკუთვნილი იყო პრაქტიკოსებისა და პროფესორებისათვის. ტრეინინგის ფარგლებში გაირჩა საერთაშორისო არბიტრაჟის ძირითადი ასპექტები, არბიტრაჟის როლი საერთაშორისო ბიზნეს გადარიცხვებში, საერთაშორისო არბიტრაჟის ტიპები, ინსტიტუტები, საარბიტრაჟო კანონი, კლიენტისათვის რჩევის მიცემა, საარბიტრაჟო მუხლების შედგენა, დეფექტების აღმოჩენა, წინა საარბიტრაჟო მზადება, პროცედურა და ა.შ.
ტრაინინგს 31 მონაწილედაესწრო. ტრეინინგის დასრულების შემდეგ 26 - მა მონაწილემ მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი. ყველა მონაწილეს გადაეგზავნა ტრეინინგის ელექტრონული მასალა.
შეფასების კითხვარში ყველა მონაწილემ დადებითად შეაფასა ექპერტების პროფესიონალიზმი და ტრეინინგის ხარისხი. ამასთან მათ გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ მსგავს ტრეინინგებში, რომელიც დაგეგმილია ოქტომბერში, 2013 წელს.