ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული კონკურსი დასრულდა

2013-09-25

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით 14 – 15 სექტემბერს ორგანიზება გაუწია კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული კონკურსს. კონკურსი ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორ, კატრინ გრინ ბარნეტისა და ჰიუსტონის უნივერსიტეტის პრფესორ, ტაშა ვილისის ხელმძღვანელობით.

 

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურმა ცენტრმა, კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს უნივერსიტეტების, იურიდიული ფაკულტეტის  სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდების რეგისტრაცია გამოაცხადა. თითოეულ უნივერსიტეტს შეეძლო კონკურსში დაერეგისტრირებინა ერთი გუნდი, რომელშიც იქნებოდნენ მესამე ან მეოთხე კურსის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე ერთი მწვრთნელი.

 

ის სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მედიაციის წინა კონკურსებში, ასევე უფლებამოსილნი იყვნენ გაევლოთ რეგისტრაცია. გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც, რეგისტრაციის მომენტისათვის ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი, შეეძლოთ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

 

თითოეულ უნივერსიტეტს მიეცა გონივრული ვადა საკუთარი გუნდის დასარეგისტრირებლად. ძირითადი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ, ცენტრმა გააგრძელა აღნიშნული რეგისტრაციის ვადა და მიანიჭა უნივერსიტეტებს უფლება კიდევ ერთი გუნდი დაერეგისტრირებინა კონკურსში.

 

შედეგად კონკურსისთვის დარეგისტრირდნენ შემდეგი გუნდები:

ივ. ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „ მედიაციის კლუბი“, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „ილიაუნი“, ივ. ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „ალტერნატივა“, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი „საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „ინოვატორები“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „ მედიატორი+“, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გუნდი „ ალმა მატერი“, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი „ თავისუფალი უნივერსიტეტი“.

 

ქართველი მედიატორები, რომელთაც გააჩნდათ ბრიტანული ორგანიზაციის - დავის ეფექტური გადაწყვეტის ცენტრის საერთაშორისო აკრედიტაცია და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ნოტარიუსები, დარეგისტრირდნენ, როგორც მოხალისე მსაჯები და მედიატორები. 17 მსაჯი და 5 მედიატორი იყო ჩართული კონკურსში: ირაკლი ყანდაშვილი, გიორგი სარაჯიშვილი, თამარ მორჩილაძე, თორნიკე ბაქრაძე, ნათია რამიშვილი, ალექსანდრე კამუშაძე, დავით ჩალათაშვილი, ოთარ ცისკარაშვილი, ეკა შენგელია, ანა ქაჯაია, თამარ ბაქრძე, ეკა ჯელაძე, შორენა ხაინდრავა, ნინო სალაძე, ნინო ბარაბაძე, ირაკლი კორძახია, ლაშა ნოდია, უჩა თოდუა, ნატა სტურუა, ბარბარე ოქროპირიძე და ქეთევან მუმლაძე.

 

10,11 ,12 სექტემბერს მონაწილეთა უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით ჩატარდა ტრეინინგი მედიაციაში, რასაც ხელმძღვანელობდნენ სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორი კატრინ ბარნეტი და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის დირექტორი ჰიუსტონის უნივერსიტეტში - ტაშა ვილისი.

 

ტრეინინგში მონაწილეობდნენ: ინირა აღაფაშვილი, ირაკლი ფირანიშვილი, მერაბ ქართველიშვილი, ზურაბ ნატროშვილი, დარეჯან ბიძინაშვილი ( ილია უნი), ქეთევან ირემაშვილი, ხატია ჩაცანიძე, თატია მერკვილაძე, ქეთევან ლომჯარია, ია ხურციძე (საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი), თეონა გონაშვილი, თეკლე კენკიაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, მამუკა ბუბუტეიშვილი (ალტერნატივა, თსუ), თეონა ჟიჟიაშვილი, ბერდია ჯიბლაძე, თამთა ბაბუნაშვილი, გელა ივანიძე, მარიამ შაიშმელაშვილი ( თსუ, გუნდი ‘მედიაციის კლუბი’), გიორგი ასათიანი, ნინი კოხოძე, ინა ქათამაძე, ელენე გასანოვა, შალვა ბუავა (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი‘ მედიატორი+’), მაკა ქარდავა, თამარ საძაგლიშვილი, გიორგი მაკარაშვილი, ალექსანდრე მერმანიშვილი,  პავლე თავხელიძე (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ‘ალმა მატერი’), ნინო დუნდუა, ლევან ქანთარია, ოლეგ ნანაძე, გიორგი სვანაძე (გუნდი თავისუფალი უნივერსიტეტი), ნათია არაჩაშვილი, ცისია ოქროპირიძე, გვანცა გამეზარდაშვილი, ზურაბ ჩეჩელაშვილი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ‘ ინოვატორები’).

 

კონკურსის პირველ დღეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, რათა გამოვლენილიყვნენ ნახევარ - ფინალისტები. ხმის მიცემის გზით შეირჩა ოთხი გუნდი : თავისუფალი უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ზემოხსენებული ოთხი გუნდიდან ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ, თავისუფალი უნივერსიტეტის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (‘ალტერნატივა’) გუნდები.

 

თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელი გუნდი გახდა კონკურსის გამარჯვებული, ხოლო მეორე ადგილის ტიტული დაიმსახურა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ‘ალტერნატივა’. თითოეული სტუდენტი და მწვრთნელი დასაჩუქრდა სხვადასხვა წიგნებით, დავის გადაწყვეტის ალტენატიული ცენტრისგან და თასით, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლიდან. ტრეინინგში  მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.