ინგლისურენოვანი ტრენინგი არბიტრაჟში
2013-10-09
ტრენინგი ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით.
ინგლისურენოვან ტერენინგს გაუძღვება სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის მოწვეული პროფესორი სტეისი ბარნსი.
ტრენინგი გაიმართება ა/წ 1, 2 და 3 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში, 115-ე აუდიტორიაში.
მონაწილეთა რეგისტრაცია ხორციელდება ა/წ 18 ოქტომბრის ჩათვლით თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge. მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფიული მონაცემები (CV) ზემოთ მითითებულ საფოსტო მისამართზე.
ავტობიოგრაფიული მონაცემების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 577 28 24 36