ინგლისურენოვანი საერთაშორისო კონფერენცია „მედიაცია და არბიტრაჟი - მსოფლიო განვითარების პერსპექტივები“
2013-10-11
ა/წ 28-29 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „მედიაცია და არბიტრაჟი - მსოფლიო განვითარების ტენდენციები“, რომელიც გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით.
ინგლისურენოვან საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლებად მოწვეულნი იქნებიან დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში აღიარებული უცხოელი და ქართველი ექსპერტები: სტეისი ბარნსი (აშშ), მაიკლ ცური (ისრაელი), კატარინა კრეზალი (სლოვენია), ალეს ზალარი (სლოვენია), იასუჰეი ტანიგუჩი (იაპონია), იოშიჰისა ჰეიაკავა (იაპონია), ინგა კაჩევსკა (ლატვია), სოფიო ტყემალაძე (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი/მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი), ლაშა ნოდია (საქართველოს არბიტრთა ასოციაცია), ანი სუბელიანი/თამაზ ახობაძე (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) და გიორგი ცერცვაძე (თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი).
კონფერეციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის ხელმძღვანელები, საქართველოს ადვოკატთა და არბიტრთა ასოციაციის წევრები, სასამართლო მედიაციის საპილოტე პროექტის მონაწილე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მედიატორები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები.
კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის პეტრე მელიქიშვილის სახელობის (115-ე) აუდიტორიაში. დასაწყისი 10 საათზე.
კონფერენციის მსმენელთათვის უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი