ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

პრეზენტაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში

2013-11-01
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით 1 ნოემბერს, 18 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზებას უწევს  შეხვედრას მოსამართლეებისა და  იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთათვის.

 

შეხვედრაზე განხორციელდება მოსამართლეთა მედიაციის უნარ-ჩვევების ამსახველი ვიდეოს პრეზენტაცია.

 

თსუ-ის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს ლაშა კალანდაძეს გაწეული დახმარებისათვის.