საერთაშორისო კონფერენცია მედიაციასა და არბიტრაჟში დასრულდა
ა/წ 28-29 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით თსუ-ის პირველ აკადემიურ კორპუსში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მედიაცია და არბიტრაჟი - მსოფლიო განვითარების ტენდენციები“, რომელიც
ინგლისურენოვან საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში აღიარებული უცხოელი და ქართველი ექსპერტები: სტეისი ბარნსი (აშშ), მაიკლ ცური (ისრაელი), კატარინა კრეზალი (სლოვენია), ალეს ზალარი (სლოვენია), იასუჰეი ტანიგუჩი (იაპონია), იოშიჰისა ჰეიაკავა (იაპონია), ინგა კაჩევსკა (ლატვია), სოფიო ტყემალაძე (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი/მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი), ლაშა ნოდია (საქართველოს არბიტრთა ასოციაცია), ანი სუბელიანი/თამაზ ახობაძე (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) და გიორგი ცერცვაძე (თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი).
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები თემებზე: „ გლობალური მედიატორი“ (მაიკლ ცური); „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა“ ნეიტრალები როგორც ქამელეონი“ (ალეს ზალარი); „ დავის ალტერნატიული გადაწყვეტა სამომხმარებლო დავებში - სლოვენიური გაკვეთილი“ (კატარინა კრესალი); „ მედიატორისა და არბიტრისთვის დაწესებული გამონაკლისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ლატვიაში“ (ინგა კაჩევსკა); „დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ( მედიაცია) იაპონიასა და შეერთებულ შტატებში“ (იასუჰეი ტანიგუჩი); „მედიაცია როგორც დანაშაულის პრევენციის ეფექტური ინსტრუმენტი“ (თამაზ ახობაძე/ანი სუბელიანი); „არბიტრაჟი როგორც რისკის თავიდან აცილების ინსტრუმენტი საინვესტიციო დავის გადაწყვეტისას - ახალი სტრატეგია საინვესტიციო არბიტრაჟის შეთანხმებასთან მიმართებით“ (იოშიჰისა ჰაიაკავა); „საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წესები მტკიცებულბებთან და კონფლიქტებთან მიმართებით: მათი გამოყენების ძირითადი, დადებითი და უარყოფითი მხარეები’ (სტეისი ბარნსი); „არბიტრაჟის მიმართ პოზიტიური ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში“ (ლაშა ნოდია); „არბიტრაჟი საქართველოში: გავბედავთ თუ არა მის გარდაქმნას?“ (სოფიო ტყემალაძე); „საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პრაქტიკა საქართველოში“ (გიორგი ცერცვაძე).
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის ხელმძღვანელები, საქართველოს ადვოკატთა და არბიტრთა ასოციაციის წევრები, სასამართლო მედიაციის საპილოტე პროექტის მონაწილე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მედიატორები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები.