ინგლისურენოვანი გაღრმავებული ტრეინინგი არბიტრაჟში
არბიტრაჟის გარღმავებული ინგლისურენოვანი ტრეინინგი პროფესორ-მასწავლეებლებისთვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და სრუდენტებისათვის დასრულდა.
ტრენინგი გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით, 2013 წლის 1-3 ნოემბერს. ინგლისურენოვან ტერენინგს უძღვებოდა სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის მოწვეული პროფესორი - სტეისი ბარნსი.
ტრენინგის ბოლო დღეს მონაწილეები წარმოადგენდნენ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეს არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესზე, რომლისთვისაც ისინი ტრენინგის მიმდინარეობისას მოემზადნენ.
ტრენინგი მიმდინარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის მე-4 ოთახში.
დასასრულს ტრეინინგის 17 მონაწილე შესაბამისი სერთიფიკატით დაჯილდოვდა.