ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მრგვალი მაგიდა მედიაციის განვითარების მიმართულებები და პერსპექტივები საქართველოში

2013-11-07

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან (STCL), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით 14 ნოემბერს 15 საათზე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მრგვალი მაგიდა პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებთან, ნოტარიუსებთან, ადვოკატებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან მედიაციის განვითარების მიმართულებებსა და პერსპექტივებზე საქართველოში.

მრგვალ მაგიდაზე გაიმართება დისკუსია მედიაციის განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე, გამოიკვეთება და დაიგეგმება სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში.