პრეზენტაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით 1 ნოემბერს, 18 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: მოსამართლეთა მედიაციის უნარ-ჩვევები .
შეხვედრაზე განხორციელდა მოსამართლეთა მედიაციის უნარ-ჩვევების ამსახველი ვიდეოს პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 10 მოსამართლე.
თსუ-ის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს - ბატონ ლაშა კალანდაძეს გაწეული დახმარებისათვის.