ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ტრეინინგი მედიაციასა და არბიტრაჟში

2013-11-08

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან (STCL), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან  (GBA) თანამშროლობით a/w 11 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის 101-ე აუდიტორიაში გაიმართება ტრეინინგი მედიაციასა და არბიტრაჟში.

 

ტრეინინგს გაუძღვებიან დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის აკადემიური დირექტორი - პროფ. ლევან ჯანაშია და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი - პროფ. გიორგი ცერცვაძე.

 

ტრეინინგში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 40-მდე წევრი ადვოკატი.