მედიაციის განვითარების მიმართულებები და პერსპექტივები საქართველოში
2013-11-19
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან (STCL), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების სამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტან (JILEP) თანამშრომლობით, 14 ნოემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: მედიაციის განვითარების მიმართულებები და პერსპექტივები საქართველოში.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ მოსამართლეები, ნოტარიუსები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოს ადვოკართა ასოციაციის წევრები, ასევე პროფესორები, სტუდენტები და ჟურნალისტები (49 მონაწილე).
მრგვალი მაგიდის ფარგლებში განისაზღვრა და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის არეალი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში.
მრგვალი მაგიდის შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი გიორგი ცერცვაძე.