ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ტრეინინგების ციკლი მედიაციაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის

2013-11-27

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან (STCL), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან (GBA) თანამშროლობით აგრძელებს ტრეინინგების ციკლს მედიაციასა და არბიტრაჟში, რომლის ფარგლებში ა/წ 22 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში გაიმართა ტრეინინგი მედიაციაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის.

ტრეინინგს უძღვებოდა პროფ. გიორგი ცერცვაძე. ტრეინინგი წარმატებით გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 33 წევრმა. მონაწილეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერთიფიკატებით.