ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საჯარო ლექცია თემაზე: არბიტრთა ეთიკის ნორმები (პრინციპები) და მათი მნიშვნელობა  საარბიტრაჟო პროცესისათვის

 

2013-12-10
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან (STCL) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით ა/წ 16 დეკემბერს, 17 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის (ჭავჭავაძის გამზ. #3, 0179) 331-ე (გაეროს) აუდიტორიაში (III სართული) გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: არბიტრთა ეთიკის ნორმები (პრინციპები) და მათი მნიშვნელობა საარბიტრაჟო პროცესისათვის.

 

საჯარო ლექციას გაუძღვება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე  - ლაშა ნოდია.

 

საჯარო ლექციაზე დასწრება არაუგვიანეს 13 დეკემბრისა გთხოვთ, დაადასტუროთ ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge