საჯარო ლექცია თემაზე: საარბიტრაჟო დათქმა, არბიტრთა დანიშვნა და საარბიტრაჟო განხილვის თავისებურებები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით ა/წ 20 დეკემბერს, 17 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I აკადემიური კორპუსის (ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179) 115-ე აუდიტორიაში, გაიმართება საჯარო ლექცია თემებზე: საარბიტრაჟო დათქმა, არბიტრთა დანიშვნა და საარბიტრაჟო განხილვის თავისებურებები.
საჯარო ლექციას გაუძღვება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე - ლაშა ნოდია.
საჯარო ლექციაზე დასწრება არაუგვიანეს 13 დეკემბრისა გთხოვთ, დაადასტუროთ ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge