ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საჯარო ლექცია თემაზე: არბიტრთა ეთიკის ნორმები (პრინციპები) და მათი მნიშვნელობა  საარბიტრაჟო პროცესისათვის

2013-12-17
უკან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან (STCL), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით ა/წ 16 დეკემბერს, 17 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის (ჭავჭავაძის გამზ. #3, 0179) 331-ე (გაეროს) აუდიტორიაში (III სართული) გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: არბიტრთა ეთიკის ნორმები (პრინციპები) და მათი მნიშვნელობა საარბიტრაჟო პროცესისათვის.

 

საჯარო ლექციას უძღვებოდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე  - ლაშა ნოდია.

ლექციას ესწრებოდნენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის DRC-ის, ს.ს.ი.პ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, შპს დავების განმხილველი ცენტრის, JILEP-ის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენლები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები (სულ 22 მონაწილე).