ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში

2013-12-19


აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და მისი პროგრამა - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში (JILEP) იწვევს სტუდენტებს კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი ჩატარდება 27-28 იანვარს თბილისში. კონკურსს წინ უსწრებს მოსამზადებელ ტრეინინგი, რომელიც ასევე, JILEP-ის ორგანიზებით, 25-26 იანვარს თბილისში ჩატარდება. გუნდი, რომელიც არ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ ტრენინგში, არ დაიშვება კონკურსზე. 

რეგისტრაცია ხორციელდება ელ. ფოსტის მეშვეობით, რომელიც უნდა გამოიგზავნოს მეილზე: lchkhartishvili@ewmi-jilep.org არაუგვიანეს 15 იანვრისა. მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია. ტრეინინგსა და კონკურსზე დარეგისტრირდება მხოლოდ ის პირველი 8 გუნდი, რომელიც ამ ვადის ამოწურვამდე სხვა გუნდებზე ადრე გაივლის რეგისტრაციას. თითო უმაღლეს სასწავლებელს შესაძლოა ჰყავდეს მხოლოდ ერთი გუნდი. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსი ინგლისურენოვანია, შესაბამისად, როგორც სტუდენტები, ასევე მათი ინსტრუქტორიც სრულყოფილად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. 

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ დანართში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს - ლანა ჩხარტიშვილს ელექტრონულ მისამართზე: lchkhartishvili@ewmi-jilep.org