ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საჯარო ლექცია თემაზე: საარბიტრაჟო დათქმა, არბიტრთა დანიშვნა და საარბიტრაჟო განხილვის თავისებურებები

2013-12-23

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით ა/წ 20 დეკემბერს, 17 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I აკადემიური კორპუსის (ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179) 115-ე აუდიტორიაში, გაიმართა საჯარო ლექცია თემებზე: საარბიტრაჟო დათქმა, არბიტრთა დანიშვნა და საარბიტრაჟო განხილვის თავისებურებები.

საჯარო ლექციას უძღვებოდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე  - ლაშა ნოდია.

 

ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის, ბიზნეს სამართლის ბიუროს წარმომადგენლები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები (სულ 14 მონაწილე).