ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მრგვალი მაგიდა თემაზე წარმომადგენლობა მედიაციაში

2014-02-17
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან (STCL), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით ა/წ 17 თებერვალს, თსუ-ის 1-ლი აკადემიური კორპუსის 115- აუდოტორიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: წარმომადგენლობა მედიაციაში. 

 

მრგვალ მაგიდას უძღვებოდნენს: ბრიტანული ორგანიზაციის - დავების ეფექტიანი გადაწყვეტის ცენტრის (CEDR) მიერ აკრედიტებული მედიატორი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის   ბიუროს უფროსი - უჩა თოდუა,  თბილისის მერიის ააიპ ''თბილისელების ადვოკატების'' ტრენერ-ადვოკატი - თამარ ხატიაშვილი და თსუ-ის დავის ალტერნატიულოი გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის აკადემიური დირექტორი - სოფიო ჩაჩავა.

 

მრგვალ მაგიდას ესწრებოდა 23 ადამიანი. მათ შორის იყვნენ პროფესორები,სტუდენტები და ადვოკატები. ადვოკატებს აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის მიენიჭებათ შესაბამისი ოდენობის კრედიტები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ. 

 

მრგვალი მაგიდის მთავარი თემა იყო მედიაციის პროცესში წარმომადგენლის მონაწილეობის მნიშვნელობა, მედიაციის მთავარი პრინციპები და ფაზები, ადვოკატთა ეთიკის საკითხები მედიაციის პროცესში და ა.შ.