ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსთან
2014-03-10
2014 წლის 6 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრსა და სსიპ დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ, ირაკლი ბურდულმა და სსიპ დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დირექტორმა, ჯონი კვინიკაძემ.
მემორანდუმი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების განვითარებას, კერძოდ, მედიაციის დანერგვის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, რაც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ერთობლივი ღონისძიებებისა თუ პროექტების, კვლევითი შეხვედრებისა და კონფერენციების ჩატარებით განხორციელდება.