ტრეინინგი მედიაციაში ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის
2014-05-21
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (NCADR) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით აგრძელებს აკრედიტებული ტრეინინგების ორგანიზებას მედიაციაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის.
აკრედიტებული ტრეინინგების პროგრამის ფარგლებში 2014 წლის 21 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში ჩატარდა ტრეინინგი მედიაციაში, რომელსაც უძღვებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ცერცვაძე. ტრეინინგი წარმატებით გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 29 წევრმა, რომელთაც მიენიჭათ შესაბამისი სერტიფიკატები