კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნულ კონკურსზე რეგისტრაციის ვადა გრძელდება!
2014-05-30
მედიაციის ეროვნულ კონკურსზე გუნდების რეგისტრაციის ვადა გრძელდება 10 ივნისის ჩათვლით.
ამჟამად რეგისტრირებულია კავკასიის სამართლის სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები.
თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დღეიდან შესაძლებელია დარეგისტრირდეს არაუმეტეს ორი გუნდი. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება 8 გუნდის რეგისტრაციისთანავე, რის შესახებაც ოფიციალურად ცხადდება ცენტრის ვებ-გვერდზე.