ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ინგლისურენოვანი ტრეინინგი კომერციულ მედიაციაში

2014-05-30
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტთა  სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას კომერციულ მედიაციაში ინგლისურენოვანი ტრეინინგისათვის.

 

ტრეინინგი ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან  (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით.  

 

ტრეინინგი  გაიმართება 7-8 ივლისს,  სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორისა და ვიცე პრეზიდენტ კეტრინ გრინ ბარნეტის ხელმძღვანელობით. ტრეინინგის მიზანის საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისა და მწვრთნელების მომზადება კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევებში საერთაშორისო სავაჭრო პალატის წესების შესაბამისად.

 

საქართველოს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ტრეინინგზე მონაწილეობისათვის დაარეგისტრიროს  3-დან 8-მდე  ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი და 2 მწვრთნელი. ამასთან, ტრეინინგიში მონაწილეობა არ ეზღუდებათ ცენტრის მიერ 2014 წლამდე ორგანიზებულ მედიაციის კონკურსებში მონაწილე სტუდენტებს.

 

სტუდენტებისა და მწვრთნელის რეგისტრაცია ხორციელდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის  ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge, უნივერსიტეტის მიერ დასახელებული მონაწილეების პირადი ნომრების, საკონტაქტო ნომრებისა და ელექტრონული მისამართების მითითებით.

 

 რეგისტრაციის ბოლო ვადაა არა უგვიანეს ა/წ 10 ივნისი. 

 

ტრენინგის  ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 577 28 24 36