საერთაშორიო კონფერენცია თემაზე ,,მედიაცია და არბიტრაჟი – ეროვნული და გლობალური გამოწვევები“
2014 წლის 9-10 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით, თსუ-ის პირველ აკადემიურ კორპუსში (115-ე საკონფერენციო ოთახი) გაიმართება აკრედიტებული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:
„მედიაცია და არბიტრაჟი – ეროვნული და გლობალური გამოწვევები“.
საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლებად მოწვეულნი არიან დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროს უცხოელი და ქართველი ექსპერტები:
ჯეიმს ალფინი (აშშ, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა), მაიკლ ცური (ჰიმლაინის უნივერსიტეტის პროფესორი), ალეს ზალარი (ევროპის დავების გადაწყვეტის ცენტრი), ჯონი კვინიკაძე (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო), სოფიო ტყემალაძე (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი/მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი), ლევან ჯანაშია (თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარე, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი, ლაშა ნოდია (საქართველოს არბიტრთა ასოციაცია), ბორის ჯანჯალია (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია), ირაკლი ყანდაშვილი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია), დავით ოყროშიძე (საქართველოს ნოტარიუსთა პალატა), დავით ასათიანი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია), ქეთევან აბაშიძე (დავების ეფექტურად გადაწყვეტის ცენტრის მიერ აკრედიტებული მედიატორი), უჩა თოდუა (თბილისის სააპელაციო სასამართლო), ირაკლი ადეიშვილი (თბილისის სააპელაციო სასამართლო), მორის შალიკაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი), პაატა კოპალეიშვილი (აჭარის არ სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი).
კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
კონფერენციის ხანგრძლივობაა 9- 10 ივნისი, 10-18 საათი.
გთხოვთ, დასწრება დაადასტუროთ, 2014 წლის 7 ივნისამდე შემდეგ ელ. მისამართზე:
natia.chitashvili@tsu.ge