მედიატორთა ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ წევრების პროფესიული ეთიკის სავალდებულო ნორმებს. მისი მიზანია მაღალ ღირებულებებზე დაფუძნებული მედიაციის განვითარება.
1.1. მედიატორს უნდაჰქონდეს მედიაციის პროცესის წარმართვისთვის შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია.
1.2. მედიატორის განათლება და კვალიფიკაცია განისაზღვრება კანონმდებლობით. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები.
1.3. მედიატორმა მუდმივად უნდა იზრუნოსგანგრძობადი განათლების მიღებაზე, რომელიცმოიცავსგულისხმობს როგორც სამედიაციო პრაქტიკას, ისე საგანმანათლებლო კურსებს.
1.4. დანიშვნამდემედიატორი უნდა დარწმუნდეს,რომ მას აქვს კონკრეტულ საქმეზე მედიაციის წარმართვისთვის საჭირო კვალიფიკაცია და დრო.ამისთვის მან უნდა მიიღოს ინფორმაცია დავის არსისშესახებ ან/და ორივე მხარესთან გასაუბრებით დაადგინოს, თუ რა ვადებში მოიაზრებენ ისინი მედიაციის დასრულებას. მედიატორმა უნდა დაიცვას ამ მუხლის შესაბამისად გაცვლილი ინფორმაციის კონფიდენციალობა.
1.5. მედიატორსა და მხარეს (მხარეებს) შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით, შეიძლება გაიმართოს წინასწარი შეხვედრა მედიატორის არჩევამდე/დანიშვნამდე.
1.6. მედიატორი ვალდებულია, წარუდგინოს მხარესშესაბამისი ინფორმაცია მისი კვალიფიკაციის შესახებ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.
1.7. მედიატორმა მხარეებს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია თავისი ანაზღაურების წესის შესახებ იმ შემთხვევაში, თუისინი ამ წესზე წინასწარ არ შეთანხმებულან. მედიატორმა არ უნდა იკისროს მედიატორად მოქმედების ვალდებულება კონკრეტულ საქმეზე, თუ ყველა მონაწილე მხარე არ დაეთანხმება მისი ანაზღაურების წესს და პირობებს.
1.8. მედიატორის ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს დამოკიდებული მედიაციისშედეგზე.
1.9. მედიატორი საჯაროდ არ უნდა გამოხატავდეს უარყოფით აზრს სხვა მედიტორის პროფესიონალიზმსა და პირად თვისებებზე, აგრეთვე უპატივცემულოდ არ უნდა იხსენიებდეს სხვა მედიატორს.
2.1. მედიატორმა უნდა წარმართოს მედიაციისპროცესიდამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.
2.2. მედიატორმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა დაადგინოს, ხომ არ არსებობს რაიმე ფაქტი ან გარემოება, რომელმაც, გონივრული შეფასების საფუძველზე, შესაძლოა შექმნას პოტენციური ან რეალური ინტერესთა კონფლიქტი ან ეჭვქვეშ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა, როგორც მედიაციისდაწყებისას, ასევე მთელი პროცესის განმავლობაში და მის შემდეგ.
2.3. მედიატორი ვალდებულია მედიაციის დაწყებამდე ან მედიაციის დაწყების შემდეგ, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე იმ გარემოების გამოვლენისთანავე, რომელმაც შეიძლება საეჭვო გახადოს მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, შეატყობინოს მხარეებს აღნიშნული გარემოების შესახებ.მათ შორის აღნიშნულიშეტყობინების ვალდებულება არსებობს თუ:
ა) მას აქვს პირადი ან ბიზნესურთიერთობა მხარესთან (მხარეებთან);
ბ) მას აქვს პირადი, ქონებრივი ან სხვა - პირდაპირი თუ არაპირდაპირი - ინტერესიმედიაციის შედეგთან;
გ) იგი ან მისიბიზნესპარტნიორი მოქმედებდა რომელიმე მხარის ინტერესით (მედიატორობის გარდა);
დ) იგი ფლობს კონფიდენციალურ ინფორმაციას რომელიმე მხარესა ან დავის საგანთან დაკავშირებით, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც მედიაციის პროცესის მიზნებისთვის მას რომელიმე მხარემ გაანდო.
2.4. ასეთი გარემოების არსებობის მიუხედავად, პირი შეიძლება იყოს მედიატორი, თუ მხარეები ამაზე წერილობით თანხმობას განაცხადებენ.
2.5. მედიატორს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით უარი თქვას მედიაციის წარმართვაზე მხარეთა წერილობითი თანხმობის მიუხედავად.
2.6. მედიატორმა უარი უნდა თქვას მედიაციის წარმართვაზე თუ ისთვლის, რომმედიაციის მონაწილის რასის, კანისფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკურიკუთვნილების, ენის, რელიგიის, ესთეტიკური განცდის, პოლიტიკურიანსხვაშეხედულებების, სოციალურიკუთვნილების, ქონებრივიანწოდებრივიმდგომარეობის, საცხოვრებელიადგილისანსხვანიშნის შესახებ წინასწარ ჩამოყალიბებეული წარმოდგენების (სტერეოტიპები) გამომას არ შეუძლია პროცესის მიუკერძოებლად წარმართვა.
2.7. მედიატორმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქცევისა ან პირადი თუ პროფესიული ურთიერთობისაგან, რომელიც შექმნის მიკერძოებულობისშთაბეჭდილებას, როგორც მედიაციის მიმდინარეობისას,ისე მისი დასრულების შემდეგ გონივრული ვადით.აღნიშნული ქცევის ან ურთიერთობისშეფასებისას მხედველობაში მიიღება დავის არსი, მედიაციის შემდეგ გასული დრო, ჩამოყალიბებული ურთიერთობის ხასიათი და სხვ.
2.8. მედიატორმა არ უნდა გასცეს ან მიიღოს საჩუქარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მნიშნელოვანია პროცესის ხელშეწყობისათვის, ან გამოხატავს პატივისცემას კულტურული ნორმების მიმართ და ეს გარემოება საეჭვოს არ გახდის მედიატორის მიუკერძოებლობას. ამ მუხლის მიზნებისთის საჩუქარი არის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს.
3.1. მედიატორი ვალდებულია, მედიაციის დაწყებამდე მხარეებს გააცნოს მედიაციის პრინციპები,მედიატორისა და დანარჩენი მონაწილეების როლი, მომსახურების პირობები, ვადები დაშესაძლო შედეგები.მედიატორმა აღნიშნულივალდებულებაუნდა შეასრულოსმედიაციისთაობაზე შეთანხმების მიღწევამდეც,თუ იგი ჩართულია ამ შეთანხმების დადების პროცესში.
3.2. მედიატორმა უნდა უზრუნველყოს ყველა მხარის სათანადო და თანაბარი ჩართულობა/მონაწილეობა პროცესში.
3.3. მედიატორმა ხელი უნდა შეუწყოს მხარეებს, რომ მათ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი რესურსები და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ მორიგების პირობები.ამასთან მას არ აქვს უფლება, თავისი კომპეტენციის მიღმა, მხარეებს სამართლებრივი ან სხვა პროფესიული რჩევა მისცეს, შეაფასოს დავის გადაწყვეტის ალტერნატივები ან საქმის გარემოებები,გარდა იმ შემთხვევისა, ეს მხარეებმა ითხოვონ. იგი უფლებამოსილია, გაუზიაროს მხარეებს საქმესთან დაკავშირებული ცოდნა და ინფორმაცია მიუკერძოებლობისა პრინციპის დაცვით.
3.4. მედიატორს არ აქვს უფლება მხარეებს მისცეს გარანტია მედიაციის შედეგის თაობაზე.
3.5. მედიაციის თაობაზე შეთანხმების დადების შემდეგ, მედიატორს არ აქვს უფლება უარი თქვას პროცესის გაგრძელებაზე საპატიო მიზეზის გარეშე.
3.6. მედიატორი ვალდებულია, პროცესის ყველა მონაწილეს მოექცეს პატივისცემით და გულისხმიარად.
4.1. მედიატორი ვალდებულია,წარმართოს პროცესი მხარეთა თვითგამორკვევის პრინციპის საფუძველზე და ხელი შეუწყოს დავის ნებაყოფლობით გადაწყვეტას.
4.2. მედიატორი ხელს უწყობს მხარეთა თვითგამორკვევას, პროცესის ჯეროვნადდა კეთილსინდისიერად წარმართვით. ამასთან, იგი უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას დავის ნებაყოფლობით გადაწყვეტასა და პროცესის ჯეროვნად წარმართვას შორის.
4.3. თვითგამორკვევის პრინციპის ხელშეწყობა გულისხმობს, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მათი ინტერესის შესაბამისად მიიღონ ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილებაროგორც დავის შინაარსობრივ, ისე მედიაციის პროცედურულ საკითხებზე. ამასთან, მედიატორს არ ევალება როგორც მხარეთა მიერ ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა, ისე პროცესის გაგრძელება თუ კი ის მიიჩნებს, რომ მედიაციის გაგრძელება არაგონივრული ან გაუმართლებელია.
4.4. მხარეთა თვითგამორკვევის პრინციპი სრულად მოქმედებს მედიაციის ფარგლებში, მათ შორის, მედიატორის არჩევის, მედიაციის პროცედურული წესების განსაზღვრის, პროცესში მონაწილეობისა და სამედიაციო მორიგების მიღწევის ეტაპზე.
4.5. მედიატორი უფლებამოსილია საჭიროებისამებრ წაახალისოს პროცესში მონაწილე მხარე,მიიღოსდამატებითი რჩევა, მათ შორის სხვა დამოუკიდებელი პროფესიონალისგან.
4.6. თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მედიატორმა არ უნდა დაუშვას მხარეთა გადაწყვეტილებაზე რაიმე სახის ზემოქმედება გარეშე პირებისა ან მედიაციის ცენტრებისგანსამედიაციო მორიგების მიღწევის,მომსახურების საფასურის გაზრდისან სხვა მსგავსი მიზნით.
5.1. მედიატორი ვალდებულია, წაახალისოს მხარეები შეადგინონ სამედიაციო მორიგება წერილობითი ფორმით; მათი მოთხოვნისა და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლების გათვალისწინებით, დაეხმაროს მხარეებს სამედიაციო მორიგების პირობების სრულად გაცნობიერებასა და ჩამოყალიბებაში.
5.2. მედიატორმა უარი უნდა თქვას სამედიაციო მორიგების მიღწევის ხელშეწყობასა და ხელმოწერაზე, თუ იგი აშკარად უკანონოა ანეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს.
6.1. მედიატორივალდებულია დაიცვას პროცესის და იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც ასეთად აღიარებულია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით, ამავე მუხლში მითითებული გამონაკლების გათვალისწინებით.
6.2. მედიაციის პროცესის დაწყებისთანავემედიატორმა მონაწილეებს უნდა გააცნოს როგორც პროცესის საერთო მიმდინარეობისას, ისე ინდივიდუალურ შეხვედრებზე მოქმედი კონფიდენციალობის ფარგლები. ამასთან, მედიატორმა უნდა განმარტოს მხარეებს კონფიდენციალობის შეზღუდვის კანონითა თუ წინამდებარე ეთიკის კოდექსით დადგენილი საფუძვლები და ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების პირობები.
6.3. სტატისტიკურიინფორმაციისსამეცნიერო კვლევისა თუ საგანმანათლებლო მიზნებისათვის გამოყენება არ მიიჩნევა კონფიდენციალობის დარღვევად.ამ მუხლის მიზნებისთვის, სტატისტიკურად ჩაითვლება ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც გამორიცხავს მედიაციის მონაწილეთა და ფაქტობრივ გარემოებათა იდენტიფიცირების შესაძლებლობას. მათ შორის:ცნობები მედიაციის დაწყების, მორიგებით დასრულების, პროცესის შეჩერებისა თუ გადადების და მხარეთა პროცესზე გამოცხადების შესახებ.
საკუთარი მომსახურების რეკლამირებისას მედიატორი ვალდებულიაიმოქმედოს კეთილსინდისიერად დადაიცვას პროფესიულიეთიკის ნორმები.მანარ უნდა გაავრცელოს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.