ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ქართულენოვანი ეროვნული კონკურსი 

2015-11-17
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტთა  სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ქართულენოვან ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის.

 

კონკურსი ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ სამხრეთ ტეხასის სამართლის სკო­ლას­თან თა­ნა­­მ­შრომ­ლო­ბის ფარგლებში. კონკურსის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ამერი­კის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  (EWMI) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის მეშვეობით. 

 

ეროვნული კონკურსი გაიმართება / 19-20 დეკემბერს, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ექსპერტების ხელმძღვანელობით. კონკურსში მონაწილე გუნდების მომზადების მიზნით 16, 17 და 18 დეკემბერს  ჩატარდება მოსამზადებელი ტრენინგი მედიაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დაეუფლებიან მედიაციის პროცესში კლიენტთა წარმომადგენლობის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ტრენინგში მონაწილეობის ვალდებულება თანაბრად ვრცელდება როგორც სტუდენტებზე, ისე მათ მწვრთნელებზე. 

 

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის სტუდენტთა ეროვნულ კონკურსში შემფასებლებისა და მედიატორების სახით ჩართულნი იქნებიან ბრიტანული ორგანიზაციის - დავების ეფექტურად მოგვარების ცენტრის (CEDR) საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქართველი მედიატორები, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრები, მოსამართლეები, ადვოკატები, რომლებსაც გავლილი აქვთ მედიაციის შესაბამისი ტრეინინგები.

 

საქართველოს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისათვის დაარეგისტრიროს არა უმეტეს ორი გუნდი 3 ან 4 ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტისა და ერთი მწვრთნელის  შემადგენლობით. ამასთან, კონკურსში მონაწილეობა არ ეზღუდებათ ცენტრის მიერ 2015 წლამდე ორგანიზებულ მედიაციის კონკურსებში მონაწილე სტუდენტებს.

 

გუნდის რეგისტრაცია ხორციელდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის  ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge .

 

გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი, მიუთითოთ თარიღი, მოაწეროთ ხელი და დასკანერებული ფორმატით გამოგზავნოთ ზემოთ მითითებულ საფოსტო მისამართზე.

 

ხარვეზის მქონე განაცხადი არ მიიღება!

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა არა უგვიანეს ა/წ 25 ნოემბერი. ამასთან, რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ამ თარიღის დადგომამდე, თუ 26 ნოემბრამდე ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის წარმატებით გაივლის რეგისტრაციას 8 გუნდი. რეგისტრაციის დასრულებისა და ყოველი დარეგისტრირებული გუნდის  შესახებ ოფიციალურად ცხადდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე:www.ncadr.tsu.ge.

 

განაცხადის წარმოდგენის შემდეგ რეგისტრირებული გუნდი  კარგავს რეგისტრაციის გაუქმების უფლებას, რადგან ეროვნული კონკურსის ორგანიზებისათვის აუცილებელი წინაპირობაა მასში 8 სტუდენტური გუნდის მონაწილეობა.

 

ტრენინგისა და ეროვნული კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 577 28 24 36