ცენტრის მისია

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, სამხერთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პროგრამის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივას.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2011 წლის 10 ოქტომბერს.  ცენტრის მისიაა ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება; სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისთვის პროფესიული უნარების, მათ შორის მედიაციის უნარჩვევების დახვეწა; სამართლის პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განითარების ხელშეწყობა ისევე როგორც პრაქტიკოსი იურისტებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა; იურიდიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვრცლად
Cven Sesaxeb

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაფუძნებულია 2011 წლის 10 ოქტომბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თსუ-ის, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და მისი პროგრამის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში -  საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის მემორნადუმზე დაყრდნობით.

ცენტრის მისიაა საქართველოში განათლების, სწავლების, კვლევისა და მომსახურების მეშვეობით დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა, პრაქტიკული, კლინიკური და პროფესიული უნარების დახვეწა ქართველი სტუდენტებისათვის, ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება, სამართლის პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განვითარების ხელშეწყობა, პრაქტიკოსი იურისტების განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა, იურიდიული და დავის ალტერნატეული გადაწყვეტის სფეროში  სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ზრდა.

ზემოაღნიშნული მისიის განხორციელებას ცენტრი უზრუნველყოფს თსუ-ის წესდების შესაბამისად, იურიდიული საზოგადოების ყველა წევრისათვის, სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისა და ზოგადად, საზოგადოებისათვის დავის გადაწყვეტის პოლიტიკისა და პროცედურების როგორც თეორიული საფუძვლების, ისე პრაქტიკული გამოყენების სწავლების გზით, მთელ საქართველოში იურიდიული განათლების განვითარებითა და დავის გადაწყვეტის პოლიტიკისა და პრაქტიკის ხელშეწყობის მეშვეობით საქართველოს საზოგადოების სასარგებლოდ.

ცენტრი მისი მიზნების მისაღწევად ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო (სასერთიფიკატო) პროგრამას სტუდენტების, პროფესორებისა  და პრაქტიკოსებისათვის; აწყობს საგანმანათლებლო და კვლევით შეხვედრებს, სემინარებს, საჯარო ლექციებს, მრგვალ მაგიდებს, საბაზისო და გაღრმავებულ ტრეინინგებს როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ექსპერტების ხელმძღვანელობით; მასპინძლობს აღიარებულ უცხოელ ექსპერტებს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ფარგლებში; ორგანიზებას უწევს და მასპინძლობს ეროვნულ სტუნდენტურ ქართულენოვან და ინგლისურენოვან იმიტირებულ შეჯიბრებს მედიაციასა და არბიტრაჟში;  გამოსცემს ორენოვან სამეცნიერო და პრაქტიკული დანიშნულების ჟურნალს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში; ბეჭდვითი გამოცემების სახით აქვეყნებს ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის მასალებს; წარმართავს სამეცნიერო კვლევას და აქვეყნებს კვლევით ნაშრომებს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეფექტური ეროვნული მოდელის დანერგვისა და სრულყოფის მიზნით; უზრუნველყოფს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფუძნებული უნიკალური სპეციალიზებული ბიბლიოთეკისადმი ხელმისაწვდომობას დაინტერესებული აკადემიური და იურიდიული საზოგადოებისათვის, საკუთარ ბაზაზე ახორციელებს და უზრუნველყოფს მედიაციისა და იურიდიული დახმარების კლინიკის ფუნქციონირებას; საკუთარი ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფს მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების პოპულარიზაციას; ეხმარება და/ან თანამშრომლობს იურიდიული საზოგადოების წევრებთან და სახელისუფლებო ინსტიტუციებთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობის განვითარებას დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში; ხელს უწყობს პროფესორთა და მასწავლებელთა მომზადებასა და უწყვეტ პროფესიულ განათლებას; ასრულებს სხვადასხვა პროექტს სწავლების მეთოდოლოგიის განსავითარებლად; ამყარებს საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებს იურიდიულ განათლებასთან, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გამოყენებასა და სწავლებასთან და იურიდიული უნარების გამომუშავებასთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებისა და დანერგვის მიზნით და თსუ-ის ადმინისტრაციას წარუდგენს შესაბამის ინიციატივებს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის შესახებ.

 
სიახლეები
გამოწერა

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის 

ქართულენოვანი ეროვნული კონკურსი 


    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის...
გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი საიტი?

  • დიახ
  • არა
Ajax Loader
კონტაქტი
მოგვწერეთ

მისამართი: 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 4.
ტელეფონი: + 995 77 28 24 36
ელ-ფოსტა:
apply.ncard@tsu.ge 

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ქვეყნდება ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოსაზრებებს.