https://perfectrolexwatch.to has been at the forefront of watch making. have a good number of high- skill wherewatches.com. have a good number of high- skill replicas de relogios. healthy poker hand to get might be the facets relating to exact https://www.reallydiamond.com/. cheap tomfordreplica.ru for sale huge discount. ncadr
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ცხადდება მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგზე რეგისტრაცია ქ. ზესტაფონის მაცხოვრებლებისთვის.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (NCADR) გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ა/წ 15 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით აცხადებს მედიატორობის მსურველ პირთა რეგისტრაციას სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტებულ მედიატორთა საკვალიფიკაციო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს 60-საათიან სწავლებას და პროგრამული აკრედიტაციის თანახმად, აკმაყოფილებს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებულ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის (სასწავლო მოდულის)  სავალდებულო მოთხოვნებს (იხ. დებულება).

სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო მეთოდოლოგიით NCADR-ის 10-წლიანი სერტიფიცირების გამოცდილების გათვალისწინებით და ეფუძნება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)  ფარგლებში თსუ დავის ალტერნატიული გადაწვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR)  და ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშ)  მიერ შემუშავებულ პროგრამულ მასალებს.

NCADR-ის 60-საათიან სასერტიფიკატო პროგრამას (იხ. დღის წესრიგი) წარმართავენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ტრენერთა და მედიატორთა შემფასებელთა ერთიანი რეესტრის  წევრები, დავის ეფექტიანი გადაწყვეტის ბრიტანული ცენტრის (CEDR)  მიერ აკრედიტებული ტრენერები: ირაკლი ყანდაშვილი - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, მედიატორი, ადვოკატი (იხ. პროფესიული რეზიუმე); ნათია ჩიტაშვილი -  დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სასამართლო და კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი (იხ. პროფესიული რეზიუმე); ირაკლი ადეიშვილი - მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი (იხ. პროფესიული რეზიუმე), თორნიკე ბაქრაძე, მედიატორი, საქართველოს ადვოკათა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე (იხ. პროფესიული რეზიუმე). 
მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წლის ასაკს მიღწეულ ქალაქ ზესტაფონში მაცხოვრებელ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ნასამართლევი. ტრენინგზე რეგისტრაციის უფლებით სარგებლობენ ქალაქ ზესტაფონის მაცხოვრებლები. საგამონაკლისო წესით, ტრენინგზე რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე ქალაქ ქუთაისის მაცხოვრებლებს, რომლებსაც აქვთ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სამედიაციო პრაქტიკის წარმართვის შესაძლებლობა. კონკურსის პირობებში უპირატესობა მიენიჭებათ ქ.ზესტაფონის მაცხოვრებლებს.

მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამის მე-6 და მე-7 დღე ეთმობა მონაწილეთა შეფასებას მედიატორის როლში როლური სიმულაციის ფარგლებში. სასერტიფიკატო კურსის წარმატებით დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების მიზნით მსმენელმა წარმატებით უნდა გადალახოს მედიატორის პროფესიული კომპეტენციების მინიმალური ზღვარი. შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები შეესაბამება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებულ მედიატორთა პროფესიული კომპეტენციების ჩარჩოს და შეფასების სისტემას.

მედიატორის პროფესიაში შესვლისა და მედიატორთა ერთიან რეესტრში გაწევრიანების მიზნით, NCADR-ის სასერტიფიკატო ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, მედიატორობის მსურველმა პირმა უნდა ჩააბაროს  მედიატორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების (სიმულაციური) გამოცდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში და  დააკვირდეს ერთ სასამართლო მედიაციის პროცესს, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს  ასოციაცია. 

ტრენინგი ჩატარდება ა/წ 1-7 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში (ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179, თბილისი). ტრენინგის  მონაწილეთა რაოდენობა არ აღემატება 13 პირს. 
ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად, ZOOM ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით 2021 წლის 12 ნოემბრამდე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge უნდა გამოაგზავნონ  შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პროფესიული ბიოგრაფია/cv.
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ტრენინგი მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, რის საფუძველზეც ტრენინგის მონაწილენი განთავისუფლებულნი არიან პროგრამაში მონაწილეობის საფასურისგან.